რეზონანსი
03.01.2025

საქართველო ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ინფლაციის დონესთან დაკავშირებით, საქსტატის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

„დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა არის ის მიზანი, რასაც ეწოდება ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვა. სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, 5 წლიანი გაუმჯობესებით ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის და მსყიდველობით უნარიანი ეკონომიკის 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო არის მსოფლიოში მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არის პირველ ადგილზე, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. საქართველო გააგრძელებს მომდევნო წლებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირებას", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×