რეზონანსი
03.01.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×