რეზონანსი
03.01.2025

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, ხოლო კვებითი ინტოქსიკაციით - 131 პაციენტი.

თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაფიქსირდა 25 შეტყობინება, აქედან 20 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი. რეგიონების მასშტაბით კი დაფიქსირდა კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×