რეზონანსი
02.01.2025

რატომ დუმს ჯერჯერობით ტრამპის გარემოცვა საქართველოსთან მიმართებით? ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რთული ვითარებაა და შიგნით პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. უმაღლეს თანამდებობაზე შერჩეული რამდენიმე კანდიდატურა, რომელიც ტრამპს უნდოდა, ჩანასახშივე იქვე ჩაძირეს, რადგან კონგრესშიც და სენატშიც რესპუბლიკელები წარმოადგენენ უმრავლესობას, მაგრამ რესპუბლიკელები აღარ არის ის პარტია, რაც გვახსოვს.

„რახანია ანალიტიკოსები წერენ, რომ „გრეიტ ოლ ფართი“ - დიდებული ძველი პარტია რესპუბლიკელებისა“ აღარ არის ის, რაც იყო. არავის ეწყინოს, მაგრამ დღესდღეობით შიგნით გამართული ბრძოლების დროს, პრაქტიკულად, არ ახსოვთ საქართველო. ამ მხრივ გამონაკლისია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი. მას მეტი საქმე არ აქვს, საქართველო „ახსოვს“ და აფრქვევს ცილისწამებას, სიძულვილს. მართალია, უილსონმა ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟა ზურაბიშვილი, მაგრამ არავინ იცის, ეს არის თუ არა ტრამპის სურვილი. 

ჩემმა ფრანგმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ტრამპის ერთადერთი რეაქცია მაკრონთან ის იყო, რატომ მომიყვანე ეს ქალბატონიო. ტრამპმა ხელი რომ ასწია მაკრონთან საუბრისას, ეს იმის ჟესტი იყო, რატომ მომიყვანე ეს ქალბატონი, რა დროს ეს იყოო“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ამერიკის ადმინისტრაციაში არც კი სცხელათ საქართველოსთვის. ხუმრობაა, ძლივს დაამტკიცეს აშშ-ის ბიუჯეტი?! თორემ უბიუჯეტოდ რჩებოდა ქვეყანა და „შათ დაუნი“ ემუქრებოდა.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×