რეზონანსი
01.01.2025

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი (ხვე­დე­ლი­ძე) სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დამ­დეგ ახალ წელს ულო­ცა­ვენ და ამას­თან, 2024 წელ­საც აჯა­მე­ბენ.

“შეგვძლე­ბო­დეს, ვი­ყოთ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ე­ბი - ხალ­ხი, რო­მე­ლიც პა­ტივს ვცემთ ჩვენს წარ­სულს და სამ­შობ­ლო­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალს ვქმნით!“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია წყვი­ლის მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

“გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შობა-ახალ წელს!

გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ე­რე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას, სიმ­შვი­დეს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სუ­ლი­ერ სიძ­ლი­ე­რეს!

შეგვძლე­ბო­დეს, ვი­ყოთ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ე­ბი - ხალ­ხი, რო­მე­ლიც პა­ტივს ვცემთ ჩვენს წარ­სულს და სამ­შობ­ლო­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალს ვქმნით!

დაე, ჩვენ­მა ურ­ყევ­მა ერ­თო­ბამ შეგვძი­ნოს ძალა, რო­მე­ლიც არა­ვის მის­ცემს ჩვე­ნი მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბის შე­ჩე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას! ნა­ბი­ჯე­ბის, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი ხალ­ხის სიძ­ლი­ე­რი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­მტკი­ცე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ერ­თად გა­ვი­ა­რეთ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით და გა­მარ­ჯვე­ბე­ბით სავ­სე წელი. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ბრძე­ნი და შე­უ­პო­ვა­რია. კი­დევ ერთხელ ვაჩ­ვე­ნეთ მსოფ­ლი­ოს, რომ ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუ­დ­ნის და თა­ვად გა­დავ­წყვეტთ, რო­გორ ვა­ტა­როთ სა­ქარ­თვე­ლო მშვი­დო­ბის და წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე.

დამ­დე­გი 2025 წე­ლიც აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბით, მაგ­რამ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ერის­თვის გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რე­ბი არ არ­სე­ბობს! მო­დით, ერ­თად და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით, ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა შეძ­ლებს გაბრ­წყი­ნე­ბას და მსოფ­ლი­ო­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბას!

სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­მა გვა­კურ­თხოს და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნოს!

გი­ლო­ცავთ!!!

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×