რეზონანსი
01.01.2025

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა (რუსთაველის გამზირზე). „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა , - განაცხადა  გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე.

მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები და უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები.

„დღეს რაც ხდება, ეს არის ნამდვილი გამოვლინება იმ ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთების, რომელიც გააღვიძა „ქართულმა ოცნებამ". ამისთვის „ქართულ ოცნებას“ მადლობა უნდა ვუთხრათ. 

გრძელვადიან, ისტორიულ პერსპექტივაში „ქართულმა ოცნებამ" ეს მადლობა რომ დაიმსახუროს, პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა.

 „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა. ვინ არის ჭეშმარიტი პატრიოტი და ვის ესმის, რა არის ქართული კულტურული იდენტობა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და საქართველოს მოქალაქეებიც კარგად ხედავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×