რეზონანსი
31.12.2024

უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების მეექვსე პოლკის მებრძოლებმა რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სოფელი დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალები „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სოფლის აღებას წინ საარტილერიო ცეცხლი უძღოდა, რის შემდეგ მებრძოლები სოფელში შევიდნენ. დაკავებული სოფლის სახელწოდება არ ვრცელდება.

„აღმოჩნდა, რომ რუს ჯარისკაცებთან ერთად სოფელს ჩრდილოკორეელი სამხედროები იცავდნენ“, - აღნიშნულია სპეციალური ოპერაციული ძალების ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×