რეზონანსი
31.12.2024

ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის არ არის გამიზნული, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არ ეხება საშინაო პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ გასცეს და არ შესრულდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც მათთვის ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხორციელების პირობაა", - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

კიასტუსის ბუდრისმა უპასუხა შეკითხვას პარტია „ნემუნო აუშრას" (ნემანის განთიადი) ლიდერის, რემიგიუს ზემაიტაიტის კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც ლიეტუვა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

„ეს ეხება მხოლოდ იმას, რომ [საქართველო არღვევს დანაპირებს] და არა იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ შიდა პოლიტიკური პროცესები წავმართოთ", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×