რეზონანსი
31.12.2024

ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინები, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, ან ინაუგურაციის დღეს აღარ გამოვიდოდა სასახლიდან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ინტერესი ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციაა, რასაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელი არ შეუწყო.

„ეს იყო მათი გეგმა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბულიყო სიტუაცია. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქართველი ხალხი", - აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×