რეზონანსი
31.12.2024

ბოლნისში საპოლიციო ძალები ამ დრომდე რჩებიან. გდდ-ის სპეცრაზმი ამ დროისათვის ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთანაა მობილიზებული.

გუშინ სოფელ ნახიდურში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება კლინიკაში ცოტა ხანში გაკეთდება.

ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა რომ  ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. 21 წლის მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×