რეზონანსი
31.12.2024

მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზაზე ავარიას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 15 წლის ელჩინ ბინეტოვი და სინან შარიფოვი.

ერთი მოზარდი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ტრაგიკულად გარდაცვლილები მე-11 კლასელი სინანი და მე-9 კლასელი ელჩინი არიან. 

ავარიას ბოლნისის სოფელ ნახიდურში არეულობა და დაპირისპირება მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე მძღოლმა თავის შეფარება სასწრაფოს მანქანაში სცადა, თუმცა მანქანა მოქალაქეებმა დაამტვრიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×