რეზონანსი
30.12.2024

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ , - ამის შესახებ ეუთო-ს ე.წ. „სამეულის“, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის, წლის შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა.

„ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რომელიც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო.

დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის ერთგულები ვრჩებით“, - ნათქვამია ე.წ. „სამეულის“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×