
დახმარება ორი პაკეტისგან შედგება - 1,25 მილიარდი დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას მოხმარდება, ხოლო 1,22 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივაზე (USAI) დაიხარჯება.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების ახალი პაკეტის მეშვეობით უკრაინას მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, არტილერია და სხვა შეიარაღება ექნება.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ომში უკრაინის პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებს.
„თავდაცვის დეპარტამენტი ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესშია, რამაც უკრაინის პოზიციები ზამთარში უნდა გააძლიეროს“, - დასძინეს თეთრ სახლში.