რეზონანსი
30.12.2024

29 დეკემბერს, მოსკოვის ცენტრში სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი დააკავეს. 

დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველმა ტელეგრამ არხმა 112-მა გაავრცელა.

ის სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული საქმეების ფარგლებში იძებნებოდა. კერძოდ, კარაპეტიანს  ბრალად ედება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

57 წლის კაპარეტიანი 2018 წლიდან 2021 წლამდე სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი იყო. 2021 წლის აპრილიდან ივლისამდე ის სომხეთის გენშტაბის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე იყო, ხოლო 2 აგვისტოს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. კარაპეტიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამ თვეში, 15 ნოემბერს გაათავისუფლეს.

ამჟამად, ის არის ოპოზიციური მოძრაობის "საერთოეროვნული ფრონტის" ლიდერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×