რეზონანსი
30.12.2024

ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცია, სხვა დაპირებებთან ერთად, საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას.

იონათამიშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ თუ მოსთხოვენ მათ პასუხს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი. კერძოდ, მათ გასცეს დაპირება, რომ:

* არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას;

* არ დაუშვებდნენ პარლამენტის მხრიდან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას;

* არ დაუშვებდნენ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას;

* არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას;

* არ დაუშვებდნენ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციას;

* სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა პრეზიდენტის სასახლიდან;

* არ ცნობდნენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, არ აიღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებულ დაფინანსებას.

როგორც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, თითოეული ეს დაპირება აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილი, რომელიც ყველაზე უპასუხისმგებლო და უშინაარსო პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ.

ცხადია, ამდენი ტყუილის შემდეგაც, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს არაფერი მომხდარა და უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ მათი მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ, თუ მოსთხოვენ პასუხს, ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია”, - წერს რატი იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×