რეზონანსი
30.12.2024

შეერთებული შტატები უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ და მსოფლიო ბანკმა.

„ეს იქნება თანხები უკრაინაში PEACE პროექტის ფარგლებში და „დიდი შვიდეულის“ ინიციატივაში აშშ-ის 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრიბუციის ნაწილი, რომელსაც სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯებისთვის გამოვიყენებთ“, - აღნიშნა შმიგალმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით. ამასთან, იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს.

კიდევ 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×