რეზონანსი
30.12.2024

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. მათი ცნობით, ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალსაა ჩანიშნული.

„2 დღის წინ დამირეკეს, დამიბარეს, დამატებითი კითხვაც არ გამჩენია, ეს არის მორიგი ცირკი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერც სასამართლოთი და ვერც ვერაფრით, რადგან ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ", -განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×