რეზონანსი
30.12.2024

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სცენარისტი ქეთი დევდარიანი ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი აზრით, რაკი „მარშებით და აქციებით სასურველ მიზანს ვერ აღწევენ“, სასურველია ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება.

„მე მაქვს განცდა, რომ ჩვენ ვყალიბდებით კარგ სამოქალაქო საზოგადოებად, ხორუმი კარგია ჩვენი საამაყო მოგონებებისთვის, მაგრამ ჩვენ მარშებით ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტს ვერ შევუქმნით. ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს როგორ შევუქმნათ ივანიშვილს დისკომფორტი. არ ვგულისხმობ მაინც და მაინც რამეს სროლას, თუმცა ესეც გავიარეთ და ის ხალხი გამოსაყვანი გვყავს ციხეებიდან.

ალბათ კიდევ რაღაც მოსაფიქრებელი გვაქვს. ჩემი აზრით, ეს არის საბოტაჟი სამსახურებში, მოქალაქეებმა არ შეუსრულონ დავალებები მათ. ალბათ კიდევ ეკონომიკური კრიზისია ამისთვის საჭირო, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ძალიან ცუდი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მოსახლეობას აღარიბებს“ - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში ქეთი დევდარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×