რეზონანსი
29.12.2024

ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან", ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით.

"მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით! ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუ გაქცევით!!!", - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×