რეზონანსი
29.12.2024

დღეიდან საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი.

„მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ურთიერთპატივისცემით და ერთიანობით მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში დღეს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით აირჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×