რეზონანსი
29.12.2024

მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. „ქართული ოცნების" მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ეგრეთ წოდებული „ფიცის დადება" დემოკრატიის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება და ევროკავშირმა ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის უნდა აღიაროს.

„საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმური პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება- ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ. რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: არ უნდა აღიაროს ეს არალეგიტიმური რეჟიმი, არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილი უნდა აღიაროს, ივანიშვილსა და „ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს სანქციები უნდა დაუწესოს", - წერს კოლსი.

მისი თქმით, 32 დღეა ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ და ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×