რეზონანსი
29.12.2024

რუსთაველის პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

მოქალაქეები სამართალდამცავებს დაემორჩილნენ, თუმცა მოულოდნელად რამდენიმე პირი დააკავეს.

მოქალაქეები ამ წუთებში არ ატარებენ იმ მანქანებს, რომელშიც დაკავებულები იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×