რეზონანსი
29.12.2024

რატომ არის მძიმე ფონი, იმიტომ რომ უილსონმა მიიწვია ზურაბიშვილი და ელჩები არ დასწრებიან ინაუგურაციას? ყაველაშვილს მიღებული აქვს მილოცვები. ლეგიტიმაციას არ აძლევს არცერთი შეხვედრა და არც ვინმეს ინაუგურაციაზე დასწრება, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს ქართველი ხალხი აძლევს და ეს ლეგიტიმაცია პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტი აძლევს, ის კონსტიტუციის შესაბამისად არის არჩეული, შესაბამისად არანაირი კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. საერთაშორისო აღიარება საჭიროა ქვეყნის და ქვეყანას ეს აღიარება აქვს, შესაბამისად, ყველა ის პროცესი რაც კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს, ლეგიტიმურია“, - აცხადებს ბოჭორიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×