რეზონანსი
29.12.2024

გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი გამოცემა BILD-თან ინტერვიუში საქართველოს მთავრობას და უშიშროების უწყებებს კრემლის კონტროლის ქვეშ ყოფნაში ადანაშაულებს.

"ყველა შეკვეთა მოსკოვიდან მოდის!"- ამ სათაურით ქვეყნდება გერმანულ მედიაში ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუ.

"საქართველოში დამოუკიდებელი საჯარო სამსახური არ არსებობს", - ამბობს ის. მისი თქმით, ყველაფერი პირდაპირ მოსკოვთან არის დაკავშირებული და ყველა შეკვეთა იქიდან მოდის.

ირაკლი შაიშმელაშვილმა 26 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

მან სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა,3 დეკემბრით დათარიღებულ პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა. პატაკის ფეისბუკზე გამოქვეყნებისას პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.

TV პირველის ეთერში 28 დეკემბერს გასულ ინტერვიუში ირაკლი შაიშმელაშვილმა იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა, რომელსაც საპოლიციო ძალები ჩადიან ოლიგარქიული რეჟიმის დავალებით. სატელევიზიო ინტერვიუ მის გამგზავრებამდეა ჩაწერილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×