რეზონანსი
29.12.2024

1000 კაცი იკრიბება ყოველ დღე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

„1000 კაცი იკრიბება ყოველდღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ თავიდან ბოლომდე აძლევს საშუალებას, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ განაგრძობს ქვეყნის მართვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×