რეზონანსი
29.12.2024

"მავზოლეუმი უნდა? დღეს პანაშვიდი ქონდა, ბოლო ღამესაც უთენებენ, მავზოლეუმისკენ წამივიდა ფიქრები" - დაწერა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში, რითაც სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების ქცევა შეაფასა.

მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა გამომწერმა კომენტარების ველში დაუწერა, რომ ნადირაძემ საკუთარ შვილს ზურგი აქცია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნინო ნადირაძის ვაჟი საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

"საკუთარ შვილს ზურგი აქციეთ, განუდექით, რა გაქვთ საერთოდ სასაუბრო, ვერც კი ვხვდები", - წერს კომენტარებში ერთ-ერთი გამომწერი.

"საიდან მოიტანეთ რომ ზურგი ვაქციე, ავუხსენი რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, რისთვისაც ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ, და ივიკოსაც დედა ურჩევნია ყველას და ყველაფერს," - უპასუხა ნინო ნადირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×