
გასულ ღამით, საოკუპაციო ძალამ შეტევა მიკოლაევის მიმართულებით განახორციელა. დრონებით იერიშის შედეგად დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. რთულია ვითარებაა პოკროვსკის მიმართულებით. რუსეთის თავდასხმების გამო, მთელი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხარკოვში კი ათიათასობით ადამიანს არ აქვს გათბობის საშუალება.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 11 დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქიში, 28 ვორონეჟის და 17 კი როსტოვის ტერიტორიაზე.
Bloomberg-ის ცნობით, უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაკარგეს და ნაწილი კი, შესაძლოა, რამდენიმე თვეში დაკარგონ. ამის შესახებ გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე განიცდიან ცოცხალი ძალის ნაკლებობას. მათივე ცნობით, გაურკვეველია გეგმა ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეებისგან იარაღის სამომავლო მიწოდებასთან დაკავშირებით. კურსკის ოლქში უკრაინულ ჯარებს წინააღმდეგობას უწევენ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის მათი სიცოცხლე ნაკლებად მნიშვნელოვანია.
უკრაინისთვის მორიგ დახმარებას გეგმავს ჯო ბაიდენი. ამის შესახებ Ap ნიუსი იუწყება. ბაიდენი ომში მყოფ ქვეყანას 1,25 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს 20 იანვრამდე გაუგზავნის.