რეზონანსი
28.12.2024

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

ადგილობრივების თქმით, მსუბუქ ავტომობილში 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მათივე თქმით, მსუბუქი ავტომობილი გვირაბთან გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×