რეზონანსი
28.12.2024

ძალადობრივმა და ანტი ეროვნულ იდეებზე მიჯაჭვულობამ გამოიწვია ის, რომ ცოცხალი ჯაჭვი არ შედგა. ცოცხალ ჯაჭვს სჭირდება მორალური და ემოციური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„ეს უნდა იყოს მართალი პროტესტი და ამ პროტესტს მხარდაჭერა ექნება. როდესაც პროტესტი არის ტყუილი, არის უსამართლო, ასეთ ცოცხალ ჯაჭვს ვერანაირი მხარდაჭერა ექნება და ასეთი ცოცხალი ჯაჭვი ვერ შედგება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პროტესტის მონაწილეები „ერთობის ჯაჭვის“ აქციის ფარგლებში თბილისში და რეგიონებში რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×