რეზონანსი
28.12.2024

არჩევნების ლეგიტიმაცია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ორჯერ მოხდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, პირველი ეს იყო „ლელოს“ მხრიდან, რომელმაც დანიშნა თავისი წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„მეორე, როდესაც თანხები აიღეს, რომელიც პირდაპირ, ისევ და ისევ დამოკიდებულია არჩევნების შედეგებთან და თითოეული მიცემული ხმა, ანუ ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება ტრანსფორმირდება კონკრეტულ თანხაში, რომელიც საბოლოო ჯამში აკუმულირდება იმ დაფინანსებაში, რაც ასე ტკბილად ჩაიჯიბეს ძველმა „ნაცებმა“, „ლელომ“ და გახარიელებმა.

„ნაციონალური მოძრაობაში“, რომელიც ერთ-ერთია იმ ბარიერ გადალახულ პარტიებს შორის, რომელიც დაფინანსებას იღებს და გუშინ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს, დღეს ამბობენ, რომ თანხის მიღება არჩევნების აღიარებას არ ნიშნავს. პარალელურად, ამ თემამ რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია, ისინი ნიკა გვარამიამ გააკრიტიკა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×