რეზონანსი
28.12.2024

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი სპორტსმენების საპროტესტო აქციის წევრები პარლამენტის წინ აქციის სხვა მონაწილეებს საპროტესტო აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები ერთმანეთს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ტერიტორია სრულად დაიკავეს.

მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილს ადგილზე სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×