რეზონანსი
28.12.2024

დატოვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ - ეს კითხვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტუალურია მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მისაღებია, თუმცა მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. სალომე ზურაბიშვილის გასაკეთებელი კომენტარია, ის დარჩება შენობაში თუ არა.

რაც შეეხება უშუალოდ ლეგიტიმაციას - შენობა არ ქმნის ლეგიტიმაციას, ის აქვს თვითონ პრეზიდენტს, როგორც საშინაო, ისე საგარეო. შესაბამისად, დარჩება ათონელის სასახლეში თუ გადავა სხვა ადგილას, მას ეს ლეგიტიმაცია თან გაჰყვება", - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლანა გალდავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×