რეზონანსი
28.12.2024

ბიძინა ივანიშვილისთვის თვისობრივად არაფერი იცვლება, თქვენ იცით, რომ ფაქტობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო ფაქტობრივი სანქციების ქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე.

ბოაძემ აღნიშნა, რომ ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დაისაჯოს ხელისუფლება, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის.

„თქვენ გახსოვთ მისი შეხვედრა ამერიკის ყოფილ ელჩთან, სადაც ასევე იყო საუბარი, რომ ამერიკა ასე ვთქვათ დაეხმარებოდა ერთგვარად საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, სამაგიეროდ უნდა ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა პროცესებში, მათ შორის რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებისთვის, მეორე ფრონტის გახსნაზე და რა თქმა უნდა მაშინაც, ახლაც და მომავალშიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე და როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიცია ამაზე მუდმივად ირონიულად საუბრობდა, თითქოს ასეთი პრობლემა ბუნებაში არ არსებობდა, თუმცა ფაქტია, რომ მანამდე არსებობდა ფაქტობრივი სანქციები. ახლა უკვე სამართლებრივად გაფორმდა ეს ყველაფერი.

დადასტურდა თუ რისთვის ისჯებოდა ან ისჯება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება. თან იცით თქვენ, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, რომ მოესწროთ ეს 29 დეკემბრისთვის, რომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჰქონოდა სალაპარაკო, ან სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა ეს საკითხი მისი ვადის გასვლის შემდგომი პოლიტიკური მოვლენების განვითარებისთვის. ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენ ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ვისჯებით ამის გამო, მაგრამ ალბათ ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დავისაჯოთ, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეგვხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×