რეზონანსი
28.12.2024

აღნიშნულით ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ თქვა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, მთავრობაშიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერები პარლამენტში შევლენ. კითხვის საპასუხოდ, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ეს სიცრუეა".

„ეს არის „ქართული ოცნების" მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული სიცრუე, ეს არის ხალხის ფული და „ქართულ ოცნებას" საშუალებას არ მივცემთ ეს ფული შეჭამოს, ამ ფულს ხალხს, იმ ადამიანებს მოვახმართ, რომელიც „ქართული ოცნების" რეჟიმმა სცემა, დააპატიმრა, რომელთა ოჯახებსაც დახმარება სჭირდებათ. როგორც კი დაფინანსება შეგვიწყდება, ეს დაფინანსება შეწყდება, ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების" ფული და მოხმარდება ხალხს, ვიდრე მანდატებს არ შეგვიწყვეტენ, შეგვიწყვიტონ მანდატები ხვალ და ხვალვე შეწყდება დაფინანსება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის" თქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×