რეზონანსი
28.12.2024

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება. მაკკოლის განცხადებას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მაკოლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის.

„მივესალმები "ქართული ოცნების" მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც დიდი ხნით ადრე უნდა დაწესებულიყო. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისა და ტრანსატლანტიკური მომავლის გზიდან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს", - ნათქვამია მაკკოლის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×