
მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
“სანამ ერთად ვართ ვერც გარე მტერი მოგვერევა და რაც მთავარია, ვერც შიდა“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ყველა საპროტესტო საღამო და საზოგადოების ერთად დგომა ასუსტებს “ოცნებას“.
"რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა, სანამ ერთად ვართ ვერც გარე მტერი მოგვერევა და რაც მთავარია, შიდა მტერი. შიდა მტერი გვყავს საშინელება, რომელიც დასამარცხებელია. ჩვენ გვინდა პატიმრები სასწრაფოდ გამოუშვან და სამართლიანი არჩვენები ჩატარდეს. ჩვენ ამას მივაღწევთ, ყველა საღამო, ჩვენი ერთად დგომის, ასუსტებს “ოცნებას“, “ოცნებას“ კი არა მავნებლებს და მოღალატეებს, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან, ძალიან ახლოს, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.