რეზონანსი
27.12.2024

„დაკეტილმა ტაძარმა ვის რა უნდა დაუშავოს არ ვიცი, ანჩისხატის ტაძარი ჩვენი ქვეყნის და დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სახეა“, - ასე გამოეხმაურა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადსა და კარზე კვერცხების სროლის ფაქტს. 

მისი თქმით, ტაძრის ეზო იკეტება და კვერცხები ეზოს გარედანაა ნასროლი.

„ტაძრის დასავლეთ ფასადი, მთავარი შესასვლელი კარი მოთხვრილი დაგვხვდა. არამარტო კარი, არამედ მთელი ფასადი, ნაწილობრივ სამრეკლო ნასროლი კვერცხებით მოთხვრილი იყო. ეზო იკეტება, თუმცა ნასროლია ეზოს გარედან. დაკეტილმა ტაძარმა ვის რა უნდა დაუშავოს, არ ვიცი. პირადი პრობლემა, პრეტენზია არავისთან არ გვაქვს. ანჩისხატი თბილისის არა მხოლოდ ყველაზე ძველი ტაძარი, არამედ ყველაზე ძველი ნაგებობაა და ჩვენი ქვეყნის და დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სახეა ანჩისხატის ტაძარი“, - აღნიშნავს ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×