რეზონანსი
27.12.2024

საზოგადოება „ქართულის" წევრმა, მუსიკოსმა, ზურაბ მანჯავიძემ ბოლო დღეებში რადიკალების მხრიდან მომღერლების მისამართით განხორციელებულ ბულინგზე ისაუბრა და ასევე გაიხსენა წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჯგუფ „ფორტეზე“ განხორციელებული შეტევის შემთხვევებიც.

„ძალიან მწარედ შეგვეხო მაშინდელი სამთავრობო ბულინგი და დღეს რომ ადამიანები გამოჩნდნენ და ცდილობენ, მიგვითითონ, როგორ მოვიქცეთ, არასდროს მე ამ ხალხისგან ერთი მხარდამჭერი განცხადება არ მახსოვს, როდესაც უამრავი ადამიანი ჩვენსავით, „ფორტესავით“ კარს მიღმა ვიდექით და არანაირი კონცერტი ჩვენთვის არ არსებობდა. არათუ კონცერტი არ არსებობდა, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე იყო ძალიან ხშირად საუბარი და რა თქმა უნდა, ეს „მორალურად მყარი ადამიანები“ დღეს რომ თავისი ჭკუით გვაბულინგებენ, მაშინ ჩირგვებში იმალებოდნენ. ყველაფერი კარგად იცოდნენ და ხმას არ იღებდნენ, რადგან ეს მაშინ მათთვის მომგებიანი არ იყო, არც ფინანსურად და რომ ვთქვათ, არც ვაჟკაცურად.

პირადად ჩემთვის ძალიან სასაცილოა, მათი ბულინგის მცდელობა, რომელსაც ჩვენზე არანაირი რეაქცია არ ექნება. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან ჩაგვრის ყოველგვარ სახეობას, მაგრამ მერწმუნეთ, მათ ბულინგს არანაირი შედეგი არ ექნება და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მხოლოდ თავის თავს დაიზიანებენ. ვთხოვ, მორალს მაინც ნუ ეხებიან, რადგან სიტყვა მორალი, მათი ბაგეთაგან სრულიად ამორალურად ჟღერს, რადგან ეს ის ადამიანები არ არიან, ვინც მე და ჩემნაირებს მორალზე უნდა ელაპარაკებოდნენ. უბრალოდ, მე თავს არ გავუყადრებ, არ დავალ მათ დონეზე და რაღაცების გახსენებას არ დავუწყებ, რომელიც ძალიან კარგად ვიცი და ბევრმა ადამიანმა იცის. თავის საქმეს მიხედონ და ნუ მიგვითითებენ ჩვენ, როგორ მოვიქცეთ, სად ვიმღეროთ, სად ვიცეკვოთ და სად გავერთოთ“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×