
ამერიკული გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, ორმა ამერიკელმა იურისტმა ევან დევისმა და დევიდ შულტემ „დემოკრატიულ“ პარტიას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების ბლოკირება შესთავაზა.
თავად „დემოკრატიული“ პარტია ასეთ ინფორმაციას უარყოფს, ხოლო ტრამპის გარდამავალი გუნდი გმობს ამ იდეას.
ამერიკელი იურისტები ამბობენ, რომ „დემოკრატებს“ აქვთ უფლება დაბლოკონ ტრამპი, რადგან მან მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დადებული ფიცი ქვეყნისა და ერის წინაშე დაარღვია, როცა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე შტურმი მოხდა.
„ვფიქრობ, რომ კონგრესის წევრები ყოველ საათს სულ უფრო იაზრებენ ამ პრობლემას, და მათ ეს, როგორც კონსტიტუციის დამცველებმა, უნდა განიხილონ ჩვენ ვნახავთ, თუ რა რეაქცია ექნებათ მათ, როგორც „დემოკრატებს“, ისევე „რესპუბლიკელებს“. მათ ყველას ერთნაირი ფიცი აქვთ დადებული“, - თქვა შულტემ Newsweek-თან ინტერვიუს დროს.
როგორც იურისტები ამბობენ, კონგრესს აქვს უფლება კონსტიტუციის შესაბამისად გადააყენოს ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობიდან ამბოხის მოწყობის ბრალდებით ან ქმედითუუნაროდ გამოცხადებით, ხოლო თუ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, მისი ადმინისტრაცია არალეგიტიმური იქნება.
ეს იდეა უკვე გააკრიტიკეს ტრამპის ვაჟმა ერიკ ტრამპმა, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა, ტრამპის კამპანიის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა და The Washington Examiner-ის ყოფილმა ჟურნალისტმა ჯერი დანლივიმ.