რეზონანსი
27.12.2024

„ქვეყანაში გვექნება მშვიდობა. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით ბოლოს გაკეთებულ განცხადებებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოლოდინებზე ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, დამარცხებული ოპოზიციის სასიკეთოდ არაფერი ხდება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.

„რაც შეეხება დამარცხებულ გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ისინი არიან დამარცხებული, ჩვეულებრივი „ლუზერები“. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მინდა, დაგარწმუნოთ ყველა და ვუთხრა ქვეყნის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, კეთილდღეობას იგრძნობს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×