რეზონანსი
26.12.2024

დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც 29 დეკემბერს მისი მხრიდან პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებას გულისხმობს, თუმცა, სამწუხაროდ, ის არის აგენტი და შესაბამისად, მას თავისი ნებით არც ერთი ქმედების განხორციელება არ შეუძლია, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ისაუბრა ოპოზიციის იმ გეგმის შესახებაც, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის სასახლის არ დატოვებაში ხელისშეწყობას გულისხმობს.

„ეს არის იმ გამწარებული აგენტურის ქმედებები, რომელთაც ვერ შეასრულეს დავალება და ვერ არიეს საქართველოში სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ფინანსური ხარჯი გაიღო მათმა უცხოელმა პატრონმა. ახლა კი ცდილობენ, რომ გაუგონარი ქმედებებით ისევ განხეთქილება შემოიტანონ ქვეყანაში", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×