რეზონანსი
26.12.2024

„მეგობრებო, ოპომედია სპინავს ისე, როგორც მათ პატრონებს უნდათ. ასე მეგონა, გასულ გაზაფხულს, ერთიანი სიის იდეაზე საკამათოდ მივდიოდი პრეზიდენტთან და რომ მივედი პრეზიდენტმა მითხრა რომ „ერთიანი სია მახეა,“ - აღნიშნულის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„საკამათო არაფერი დაგვიტოვა. ანუ სრულიად ურცხვ ტყუილს უვრცელებდნენ - ქარტია უნდოდა. როცა ტელემედიას უსმენთ, გაიხსენეთ „მანქანების კოლონა“, „ბიძინას დაჟანგებული სასახლე“, „მიშა კვდება“ და სხვა უსირცხვილო ტყუილები რაც ამ კანტორებს უკადრიათ, რომ პატრონებს მოლაქუცებოდნენ. ზურაბიშვილს დაველოდოთ.

აზრზე არ ვარ რას იზამს. უბრალოდ გარემოებები შეგახსენეთ და ამ პრიზმიდან უყურეთ. სანამ პრეზიდენტი არ იტყვის, არ ვიცი რას აპირებს. პ.ს. ძალიან მძიმე დღეშია ოპოტელემედია, უკიდურესად. უსმინეთ იმ დათქმით, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება ურცხვი ტყუილი იყოს ხაზარაძის ეგოს მოსაფხანად“, - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×