რეზონანსი
26.12.2024

სუვერენიტეტის ის განმარტება და გაგება, რასაც ჩვენ ვსწავლობდით, მით უმეტეს, ვინც იურისტები ვართ, კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტი, თანამედროვე ეპოქის ასეთმა „გმირებმა“ მას ყავლი გაუყვანეს და საზოგადოებას სხვა ფორმით წარმოუდგინეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საქართველო პარტნიორებთან ურთიერთობაში სხვა ეტაპზე გადავა.

„ჩვენ კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან უნდა ამოვიდეთ. თუ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოსახლეობის და ერის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ასეთი არჩევანი დგება და მოსახლეობა კონკრეტულ ნაბიჯს დგამს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ის მოცემულობა მივიღოთ, რაც ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებობს. ეს არის ის პოზიცია, რომელზეც უნდა იდგეს ევროკავშირი. სამწუხაროდ ცალკეული ჩინოსნების მხრიდან ჩვენ ასეთ პოზიციას ვერ ვხედავთ დღეს, რაც სამწუხაროა. თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ხედვებიც და ეს მიდგომებიც გადაიხედება. ჩვენ ძალიან მალე სხვა ეტაპზე გადავალთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, ვიდრე ეს დღეს არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა განაცხადა: „29 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×