რეზონანსი
26.12.2024

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ანა დოლიძის წინადადებას, 29 დეკემბრის შემდეგ დარჩნენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში, არ იზიარებს. 

როგორც ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტს შენობა ლეგიტიმაციას არ ანიჭებს - "ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა".

გიორგი გახარიას შეფასებით, "პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს".

პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა.

პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. 

ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.

უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას!  ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი.

1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი!

2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!". - წერს გიორგი გახარია. 

ცნობისთვის, ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დარჩენა შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×