რეზონანსი
26.12.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან, რა დროსაც სამძიმარი გამოუცხადა Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის გამო. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბოჭორიშვილმა თანადგომა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანს გვერდში უდგას. ბაირამოვმა, თავის მხრივ, ქართველ კოლეგას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან გუშინ ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა გროზნოს აეროპორტმა მისი მიღება ვერ მოახერხა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×