რეზონანსი
26.12.2024

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებებია საჭირო, რომელიც მისი არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ოპოზიციამ არ მიაწოდა.

"რაც შეეხება არჩევნებს, მონიტორინგი მე არ ჩამიტარებია, შესაბამისად, მე არ შემიძლია ვისაუბრო არჩევნების ლეგიტიმაციაზე. ამაზე უნდა ისაუბრონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მათ შორის მე ყველაზე ობიექტურ ორგანიზაციას ვეყრდნობი - ეს არის ეუთო/ოდირის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნაზე დაყრდნობით ვსაუბრობ არჩევნების პროცესში გამოკვეთილ დარღვევებზე. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, სისტემური იყო თუ არა დარღვევები. ამიტომ არ ვიცი, რაზე მედავებიან. უფრო სწორად, ვიცი, მედავებიან იმაზე, რომ არ მჯერა სისულელეების.

მაგალითად, ასიათასობით მოქალაქეს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ან 300 000 კაცი ჩამოატარეს კარუსელით. სამი თვეა ვითხოვ, ერთი კაცი მაინც მომიყვანეთ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოართვეს-მეთქი, მაგრამ დღემდე არავინ მოსულა. თუ მტკიცებულებას მომიტან, ვერავინ მაიძულებს სიმართლე დავმალო", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ლევან იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×