რეზონანსი
26.12.2024

რუსეთი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელებს. ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ხელმძღვანელობს რა ჰუმანიტარული მოსაზრებებით, რუსეთმა აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური მომართვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე  ელექტროენერგიის სოციალურ მიწოდებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მარია ზახაროვამ და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, აფხაზეთი შეასრულებს მოსკოვთან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ინვესტიციების საკითხზე ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით.

"აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები გულისხმობს ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს, გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმიც გაივლის თავის წილ ნაბიჯს გადმოდგამს დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის რაც შეეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ა.შ." - აღნიშნა ზახაროვამ.

ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთმა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი გუნბას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×