
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
„ოპოზიციამ კვლავ მოახერხა ჩემი გაოცება:
კრიტიკულ მომენტში, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოელის საზოგადოება, გონივრულ, შედეგზე ორიენტირებულ სვლებს, ოპოზიციამ პრეზიდენტს შესთავაზა არ დატოვოს პრეზიდენტის სასახლე. ანუ, ამ პროცესში მეტი ვერაფერი მნიშვნელოვანი შესათავაზებელი არა აქვს. თუ შენობას არ დატოვებს და იქ ჯიკაობა, ცემმა-ტყეპაში გაიმარჯვებს გვეშველება? ეგ არის პოლიტიკური სვლა? გააზრებული გაქვთ შემდეგი ნაბიჯი? მომზადებულია ასეთი ნაბიჯი?
მთავარი შეკითხვა, ვის იმედად თავაზობს ოპოზიცია პრეზიდენტს სასახლეში დარჩენას? ეჭვი მაქვს, რომ აქციაში მონაწილე ხალხის იმედად, მაგრამ მაშინ რა შუაშია ოპოზიცია? რატომ სთავაზობს ერთ პირს, სარისკო ნაბიჯს, რომელშიც, ამ პირის დახმარება მხოლოდ სხვას, მესამე პირს შეუძლია? ანუ, ოპოზიცია მატროსოვს სთავაზობს ტანკს შეუვარდეს ყუმბარების შეკვრით და პირდება ხანგრძლივ ტაშს, რომელიც შეიძლება ოვაციაშიც კი გადაიზარდოს.
დასკვნის სახით: ბატონო ოპოზიციავ, შემოგვთავაზეთ მხოლოდ ის, რისი ორგანიზებაც და უზრუნველყოფაც თქვენ შეგიძლიათ.
როდესაც დრო ასე ცოტა გვრჩება, დღის წესრიგის ძირითად თემად შემოგვიგდეს, დარჩება თუ არა პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლეში. საოცრად სამწუხაროა“, - წერს თავდგირიძე.