რეზონანსი
25.12.2024

"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვუღალატოთ ქართველ ხალხს და მის არჩევანს, რომელიც 26 ოქტომბერს გაკეთდა, მათ შორის იმ ამომრჩევლების არჩევანს, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირეს მხარი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ პრეზიდენტს და ოპოზიციას ყველანაირი ბრალდება გაუუქმა.

"მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოთი დაალაგონ, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, ხალხის ნება არის გადამწყვეტი. სასაუბროც კი გამოეცალათ. ეუთო/ოდირის დასკვნამ საფუძველი გამოაცალა რბილი ნათქვამია, ფაქტობრივად, გააუქმა ყველა ის ბრალდება, რომელიც მათ ჰქონდათ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×