რეზონანსი
25.12.2024

ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-მა შეაჩერა ფრენები გროზნოსა და მახაჩყალაში. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

„ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის ფრენები ბაქო-გროზნო-ბაქოსა და ბაქო-მახაჩყალა-ბაქოს მიმართულებით შეჩერებულია გამოძიების დასრულებამდე“, - განაცხადეს ავიაკომპანიაში.

ცნობისთვის, დღეს აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.

წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×